ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ნატო-ს პრესსპიკერი – რუსეთმა ნატო-ს არაოფიციალური დოკუმენტი გამოუგზავნა, ჩვენც გავუგზავნეთ პასუხი 30.09.2026 20:18

 

შემიძლია, დავადასტურო, რომ რუსეთმა ნატო-ს არაოფიციალური დოკუმენტი (non-paper) გაუგზავნა და ჩვენც გავუგზავნეთ პასუხი, რომელშიც აღვნიშნეთ, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და ჩვენი არცერთი საქმიანობა ან სამხედრო სწავლება რუსეთის რომელიმე ნაწილისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერმა, ელისონ ჰარტმა განაცხადა.

ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა" ავრცელებს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენების მუქარას, მათ შორის ნებისმიერ უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას", - აღნიშნა ჰარტმა.

ნატო-ს პრესსპიკერის განცხადებით, ალიანსმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაში მისი არაპროვოცირებული ომი.

„რუსეთის მიერ ჰიბრიდული ტაქტიკის გამოყენება სასოწარკვეთის ნიშანია, თუმცა ეს ვერ გვაიძულებს, უარი ვთქვათ უკრაინის მხარდაჭერაზე. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის დასაცავად არის საჭირო და კვლავაც ვართ ძლიერი, მზადყოფნაში და ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ ქმედუნარიანი", - ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში.

მანამდე, ირლანდიაში რუსეთის საელჩოს პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ „ნატო-ს ქვეყნები კალინინგრადის რეგიონის იზოლირებას თუ შეეცდებიან, რუსეთი მზად იქნება, გამოიყენოს მთელი თავისი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი".

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ