ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ევროკავშირმა ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი რუსეთის სასანქციო სიიდან ამოიღო 22.09.2026 23:27

ევროკავშირმა ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი რუსეთის სასანქციო სიიდან ამოიღო. უსმანოვის სიიდან ამოღებას საფრანგეთ ითხოვდა, რაც პარიზს აზერბაიჯანის ციხიდან საფრანგეთის ორი მოქალაქის გასათავისუფლებად სჭირდება.

 

მიხაილ ფრიდმანის სიიდან ამოღებას კი სლოვაკეთი მოითხოვდა.

 

ლუქსემბურგი აცხადებდა, რო უსმანოვს შეზღუდვები თუ მოეხსნებოდა, იგივე უნდა მომხდარიყო ფრიდმანის შემთხვევაშიც. ფრიდმანმა ლუქსემბურგის წინააღმდეგ 16 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელი შეიტანა გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით.

 

ცვლილებების შედეგად, აქტივების გაყინვისა და გადაადგილების შეზღუდვის ზომები გაუქმდება.

 

ორი გავლენიანი ბიზნესმენის სანქცირებულთა სიიდან ამოღებით გამოწვეული უკმაყოფილების კომპენსირების მიზნით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ინდივიდუალური სანქციების მოქმედების ვადა უპრეცედენტო ვადით - 36 თვით გაახანგრძლივა.

 

მანამდე ეს ზომები ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახლდებოდა. ამჟამად სანქციების სია მოიცავს 2 600-ზე მეტ ფიზიკურ, იურიდიულ პირსა თუ ორგანიზაციას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერაში არიან დადანაშაულებულნი; მათ შორისაა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც.

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ