სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
GE EN RU
თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა 22.09.2026 11:35

 

თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიჭრა.

მედიის ცნობით, შემთხვევა დასავლეთ თურქეთში, მანისას პროვინციაში მოხდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

შემთხვევა ინჯი უზმეზის პროფესიული და ტექნიკური საშუალო სკოლის მიმდებარედ მოხდა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. როგორც ცნობილია, ის მალევე დააკავეს. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.

„შეიარაღებული სროლის შესახებ ინფორმაცია ინჯი უზმეზის პროფესიული და ტექნიკური უმაღლესი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა. შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე გაიგზავნა პოლიცია და სამედიცინო ჯგუფები და ჩვენი ჯგუფები ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებენ. მოვლენების განვითარების შესახებ დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება", - ნათქვამია მანისას გუბერნატორის განცხადებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ