პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
GE EN RU
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვალეს 18.09.2026 00:26

ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე მდებარე „ნოვაია გუტას" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპულ სამხედროთა ცხედრების მორიგი გაცვლა შედგა.

 

უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, უკრაინულ მხარეს 252 დაღუპულის ცხედარი გადაეცა.

 

უკრაინა უახლოეს პერიოდში გადმოცემული ცხედრების იდენტიფიცირებას განახორციელებს. თავის მხრივ, რუსულ მხარეს 23 დაღუპულის ცხედარი დაუბრუნდა.

 

დაღუპულთა ცხედრების წინა გაცვლა 2026 წლის 13 აგვისტოს განხორციელდა, როდესაც უკრაინამ 261, ხოლო რუსეთმა 24 ცხედარი მიიღო.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ