პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
GE EN RU
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილეს 17.09.2026 21:35

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილეს. ამერიკელ და ჩინელ დიპლომატებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განუცხადა, რომ ორი ქვეყანა კარგად უნდა მოემზადოს მაღალი დონის ურთიერთქმედების შემდეგი ეტაპისთვის თანასწორობის, პატივისცემისა და ორმხრივი ურთიერთობის სულისკვეთებით.

 

აღნიშნული სატელეფონო საუბარი შედგა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის აშშ-ში მოსალოდნელ ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე. 16 ოქტომბერს ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, პეკინში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე ვან იმ მოუწოდა ირანსა და აშშ-ს, შეინარჩუნონ რაციონალურობა, გამოიჩინონ თავშეკავება, დაუბრუნდნენ ივნისში გაფორმებულ დროებით სამშვიდობო შეთანხმებას და „ჩაერთონ არსებით კონსულტაციებში", ამავდროულად კი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის სურვილი გააჟღერა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ