პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი იულია მენდელი ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს 17.09.2026 16:12

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა იულია მენდელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.

 

მენდელს პოლიტიკური ჯგუფის „სუვერენულ ერთა ევროპის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე უკრაინაში არსებულ ვითარებასა და ომის დასრულებაზე უნდა ელაპარაკა. ღონისძიებაზე ის პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის" მიიწვია.

 

„ჩემი გამოსვლის დღეს ევროპარლამენტში შესვლის უფლება არ მომცეს. ამას პირდაპირ ვუკავშირებ ზელენსკის მიერ დაწესებულ სანქციებს. თუმცა, გამოსვლა მაინც შედგება, რადგან ვიცი, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის წარმომადგენელი ვარ - იმ ადამიანების, რომლებსაც მშვიდობა სურთ და სურთ, რომ მათი ხმა გაიგონონ", - დაწერა მენდელმა.

 

მენდელმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა დისტანციურად შეძლო.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ყოფილ პრესმდივანს რამდენიმე დღის წინ სანქციები დაუწესა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ