სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ილჰამ ალიევი – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ევროპარლამენტი ქრთამის ამღებთა ბუდეა 15.09.2026 18:01

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ევროპარლამენტი ქრთამის ამღებთა ბუდეა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

 

ალიევის თქმით, ვიცე-პრეზიდენტის სახლიდან ჩემოდნებით მილიონობით დოლარი გაიტანეს და ეს ყველაფერი მიჩქმალეს, თითქოს არ მომხდარა.

 

„მისი ვინაობა ცნობილია - ის საბერძნეთიდან არჩეული ქალი დეპუტატია. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ის დააკავეს? განხორციელდა თუ არა რაიმე ქმედება მის წინააღმდეგ? - არა. მოეთხოვა თუ არა მას პასუხი? - არა. ის გაათავისუფლეს. შეხედეთ ევროპარლამენტს: ის ისლამოფობებისგან შედგება და ეს საკითხი მუდმივად ყურადღების ცენტრში უნდა იყოს", - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, „ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს უჭერდა სომხეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას და ეს დღესაც ასეა".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ