სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
GE EN RU
Reuters - თურქეთში ლგბტქ+ პირების დაკავება გააპროტესტეს - პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 150 ადამიანი დააკავა 15.09.2026 16:57

 

თურქეთში ლგბტქ+ პირების დაკავება გააპროტესტეს - პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 150 ადამიანი დააკავა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სტამბოლის სასამართლოს შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები ლგბტქ+ ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული ბოლოდროინდელი დაკავებების სერიის გაპროტესტებას გეგმავდნენ.

სტამბოლის პოლიციამ, დემონსტრაციაზე  150 ადამიანი დააკავა.

ცნობისთვის გასულ-შაბათ კვირას თურქეთის სახელმწიფო ორგანოებმა ოპერაცია „ჩემი ოჯახი უსაფრთხოდ არის" ფარგლებში, ქვეყნის ქალაქებში ლგბტქ+ ასოციაციების ოფისებში ჩხრეკები ჩაატარეს, ვებგვერდები დაბლოკეს და ათობით ადამიანი დააკავეს.

სამართალდამცველებმა სტამბოლში სულ მცირე 26, ხოლო ანკარაში 21 პირი დააკავეს. იზმირის სასამართლომ 16 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ