13.09.2026 13:28
მაიამიში, „დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შეუძლებელია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად იყო,მაიამიში G20-ის სამიტზე ჩასულიყო და პუტინს შეხვედროდა, თუ სამიტს რუსეთის პრეზიდენტიც დაესწრებოდა, თუმცა დიმიტრი პესკოვმა ეს შესაძლებლობა უარყო და მას „შეუძლებელი" უწოდა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა კრემლი ზელენსკისთან შეხვედრისთვის სხვა, ალტერნატიულ ადგილს, პესკოვმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში შეხვდეს.
„მასთან მოსკოვში შეხვედრის მზადყოფნა არსებობს", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა.
ავტორ(ებ)ი :