კვირა, 13 სექტემბერი, 2026
GE EN RU
შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს 13.09.2026 11:57

 

შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, რომლის თანახმად, არჩევნების შედეგები შესაძლოა ისტორიული გახდეს ქვეყნისთვის.

შვედეთის მოქალაქეებმა ეროვნული პარლამენტის 349 დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა აირჩიონ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 გაიხსნა და ეგზიტპოლების შედეგები უბნების დახურვის შემდეგ მალევე გახდება ცნობილი.

ბოლო ოთხი წელია ქვეყანას უმცირესობის მემარჯვენე ხელისუფლება მართავს, რომელიც ე.წ. "Tidö კოალიციის" პარტიებისგან შედგება - "შვედი პოპულისტების" მხარდაჭერით, რომლებსაც სამინისტრო თანამდებობები არ გააჩნიათ, მაგრამ პარლამენტში სამთავრობო წინადადებებს მხარს უჭერენ.

ბოლოდროინდელი გამოკითხვებით, ოპოზიციური პარტიების ბლოკი მცირე უპირატესობით უსწრებს მმართველ კოალიციას.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ