12.09.2026 17:59
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.
„თუ მას [ზელენსკის] ნამდვილად სურს პუტინთან შეხვედრა, პუტინს ადრეც უთქვამს, რომ მას შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს", - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისათვის, ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ ის მზადაა პუტინს აშშ-ში დეკემბერში დაგეგმილი „დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში შეხვდეს.
ავტორ(ებ)ი :