10.09.2026 20:45
იემენელმა „ჰუსიტებმა" ქვეყნის დასავლეთ ნაწილში საპორტო ქალაქი მოქა დაიკავეს. ინფორმაცია დაადასტურეს იემენის მთავრობაშიც.
როგორც „როიტერი" წერს, დაჯგუფების ეს ნაბიჯი გლობალური ენერგეტიკული მარაგებისთვის კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან, სამხედრო წყაროების თქმით, „ჰუსიტებმა" დამატებითი დაიკავეს რამდენიმე ობიექტი ბაბ ელ-მანდების სრუტესთან ახლოს, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტია.
ცნობისთვის, 8 სექტემბერს იემენელმა „ჰუსიტებმა" საუდის არაბეთზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 73 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულმა იემენის მთავრობამ, მოკავშირეებთან ერთად, დაჯგუფება „ჰუსიტების" წინააღმდეგ იერიში მიიტანა.
ავტორ(ებ)ი :