ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
GE EN RU
Reuters: ერაყის ტერიტორიულ წყლებში მცურავ ნავთობტანკერზე დრონით თავდასხმა განხორციელდა 09.09.2026 22:05

 

ერაყის ტერიტორიულ წყლებში პანამის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერზე, რომელსაც ორი მილიონი ბარელი ნავთობი გადაჰქონდა, დრონით თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს

როგორც მედია წერს, პანამის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ New Andros-ზე თავდასხმა დილით მოხდა, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა.

ოფიციალური პირების თქმით, გემზე ეკიპაჟის 22 წევრი იმყოფებოდა, მათი დაშავების ან დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

ერაყის ნავთობის სამინისტრომ დაადასტურა, რომ გემის კორპუსმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა წყალში ტვირთის (ნავთობპროდუქტების) გაჟონვა არ მომხდარა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ