09.09.2026 18:03
„სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო უკრაინულ მხარესთან კონტაქტების განახლება, მათ შორის, სამმხრივ ფორმატშიც", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.
პუტინის თანაშემწემ აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა არ გამორიცხა.
მანამდე კი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებების შესაძლო ადგილებს შორის თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და შვეიცარია დაასახელა.
ინფორმაციისთვის, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ბოლოს 2026 წლის 5 სექტემბერს ჩავიდნენ. იმავე დღეს ისინი კრემლში შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.
მოლაპარაკებები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
მანამდე მათი წინა ერთობლივი ვიზიტი მოსკოვში 2026 წლის 22 იანვარს გაიმართა.
მოსკოვის შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერის სპეციალური წარმომადგენლები კიევში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდნენ.
ავტორ(ებ)ი :