პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
GE EN RU
"უკრაინამ გადაწყვიტა, დარტყმები განახორციელოს რუსეთის ენერგეტიკულ აქტივებზე, რაც ფასების ზრდას იწვევს"-სკოტ ბესენტი 04.09.2026 10:52

აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა უკრაინა მსოფლიოში ენერგომატარებლების ფასების ზრდაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა წერს, რუსეთის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები გლობალურ ენერგეტიკულ შოკს აძლიერებს და მსოფლიოში საწვავის ფასების ზრდას იწვევს.

 

ბესენტის შეფასებით, უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები გლობალური ენერგეტიკული ბაზრის დესტაბილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

 

„ამჟამად ენერგეტიკულ შოკს განვიცდით, ერთი მხრივ, უკრაინის ომის გამო - რადგან უკრაინამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის ენერგეტიკული აქტივებისა და ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ დარტყმები განახორციელოს, რაც გლობალური მასშტაბით ფასების ზრდაზე ზეწოლას ქმნის, და, მეორე მხრივ, ირანის გარშემო არსებული კონფლიქტის გამო", - განაცხადა ბესენტმა.

 

ბესენტის განცხადებების ფონზე აშშ-ში დიზელის საწვავის ფასი რეკორდულ მაჩვენებლებს მიუახლოვდა. ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულებამ ბარელზე დაახლოებით 98 დოლარს მიაღწია.

 

ავტორ(ებ)ი :

ასევე დაგაინტერესებთ