03.09.2026 23:27
„კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, მისი მთავრობა მზადაა შეერთებულ შტატებთან მოაწეროს ხელი სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მოგებიანი იქნება. მისი თქმით, ნებისმიერი ასეთი შეთანხმება სტაბილურობასა და სანდოობას უნდა ემყარებოდეს", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„შესაძლო შეთანხმება, რომელიც კანადელი მუშების, ოჯახებისა და ბიზნესის ინტერესებს ერგება, ასევე არის შეთანხმება, რომელიც ამერიკული ოჯახების, ამერიკული ბიზნესის, ამერიკელი მომხმარებლების ინტერესებშია. ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და შეთანხმებას მივაღწიოთ, როგორც კი ამერიკული მხარე მზად იქნება", - განაცხადა პრემიერმა.
კანადის პრემიერმა უარყო აშშ-ის ვაჭრობის მდივნის ჰოვარდ ლუტნიკისა და ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს კანადამ მოლაპარაკებები შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო ჩაშალა.
„პატივისცემის მიუხედავად, არ ვფიქრობ, რომ შეერთებულ შტატებში დანიშნული, არჩევითი უფლებამოსილების არმქონე კაბინეტის წევრები კანადური პოლიტიკის ექსპერტები იყვნენ", - აღნიშნა პრემიერმა.
კარნის თქმით, ბოლო პერიოდში ამერიკული მხარის პოზიციები შეცვალა, რამაც შესაძლოა დიალოგის განახლებას შეუწყოს ხელი. მისი განმარტებით, მანამდე ვაშინგტონი ხისტ პოზიციას ინარჩუნებდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კანადური ენა და კულტურული ასპექტები, თუმცა ახლა ეს მოთხოვნები დღის წესრიგიდან მოიხსნა.
ავტორ(ებ)ი :