დანიის კონტრდაზვერვა: რუსეთი დანიაში თავდაცვის კომპანიებზე საბოტაჟს კონკრეტულად ამზადებს — რიგით მოქალაქეებს ინტერნეტით "შუამავლებად" იბირებს 03.09.2026 22:58

დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის (PET) კონტრდაზვერვის უფროსის, ემილ გრეშოლმის განცხადებით, უწყებამ უკვე გამოავლინა რუსული სპეცსამსახურების მიერ დანიაში საბოტაჟის კონკრეტული დაგეგმვისა და მომზადების ნიშნები.

 

PET-ის ინფორმაციით, განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენენ დანიის თავდაცვის ინდუსტრიისა და უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებული კომპანიები. გრეშოლმის თქმით, საქმე აღარ ეხება მხოლოდ შესაძლო სამომავლო საფრთხეს - „ჩვენ უკვე ვხედავთ დაგეგმვას, ძალიან კონკრეტულად".

 

უწყება აცხადებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები სოციალურ ქსელებსა და სხვა ონლაინპლატფორმებზე რიგითი დანიელების გადაბირებას ცდილობენ. მათ შეიძლება შესთავაზონ, მაგალითად, კონკრეტული საწარმოს ან ობიექტის ფოტოების გადაღება ან დრონით გადაღება - ზოგ შემთხვევაში ისე, რომ შემსრულებელმა არც კი იცოდეს, რეალურად ვისთვის ასრულებს დავალებას.

 

PET ამ ეტაპზე საუბრობს საბოტაჟის მომზადებასა და დაგეგმვაზე და არა დანიაში უკვე განხორციელებულ კონკრეტულ რუსულ საბოტაჟზე.

წყარო:

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ