03.09.2026 22:05
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანს რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის საკითხი მოსკოვთან ამ პერიოდში საერთოდ არ დაუყენებია და მისი არსებობა სომხეთისთვის „სასიცოცხლო აუცილებლობად" არ მიაჩნია.
„თუ რუსეთი გადაწყვეტს სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, მაგრამ თუ ისინი დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, მზად ვართ ესეც განვიხილოთ", - თქვა ფაშინიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
განცხადება მოჰყვა ვლადიმირ პუტინის სიტყვებს, რომ თუ სომხეთი რუსულ სამხედრო ბაზას აღარ მიიჩნევს საჭიროდ, მოსკოვი მზად არის გიუმრი „თუნდაც ხვალ" დატოვოს.
რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა სომხეთის ქალაქ გიუმრიშია განთავსებული.
ავტორ(ებ)ი :