დონალდ ტრამპი – ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას და ნატო-ს გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა გადასცა უსასყიდლოდ, ვიდრე ჩვენ ირანში გამოვიყენეთ, ამ თანხის დაბრუნებას დაგვიანებით, მაგრამ მოვითხოვთ 03.09.2026 21:28

ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას და ნატო-ს გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა გადასცა სრულიად უსასყიდლოდ, ვიდრე ჩვენ ირანში გამოვიყენეთ, ჩვენ ამ თანხის დაბრუნებას დაგვიანებით, მაგრამ მოვითხოვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში" წერს.

 

„მინდა, იცოდეთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა გადასცა სრულიად უსასყიდლოდ, ვიდრე ჩვენ ირანში გამოვიყენეთ. ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება გადაეცა უკრაინასა და ნატოს-ს უფასოდ,, მაშინ როცა ამ ყველაფრის საფასურს ევროპა გადაიხდიდა - უბრალოდ რომ ეთხოვათ, თუმცა ამ თანხას, მართალია, გარკვეული დაგვიანებით, მᲐგრამ მოვითხოვთ", - განაცხადა ტრამპმა.

 

ამავე განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტი აკრიტიკებს ადამიანებს და მედიასაშუალებებს, ვინც „არაზუსტად" აშუქებს აშშ-ის ოპერაციას სპარსეთის ყურეში. ტრამპი მათ მოღალატეებს უწოდებს.

 

„ადამიანები და მედიასაშუალებები, რომლებიც გამუდმებით იმეორებენ, რომ ჩვენ საბრძოლო მასალა არ გვაქვს (და ისინი 100%-ით ცდებიან!), სინამდვილეში მოღალატეები არიან. ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ურჩევნიათ, შეერთებულმა შტატებმა წააგოს ომი, რომელსაც ჩვენ იოლად ვიგებთ, ვიდრე მე გავიმარჯვო. იმ მოღალატე ნაძირალებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ, ზუსტად გააშუქონ ჩვენი სამხედრო ოპერაცია ირანში: ჩვენ გვაქვს საშუალო და მაღალი კლასის საბრძოლო მასალის პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობა - გაცილებით მეტი, ვიდრე ოდესმე შეგვეძლო გამოგვეყენებინა ამ ომში ან ნებისმიერ სხვა ომში (რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს!). გარდა ამისა, ჩვენ ვაწარმოებთ საბრძოლო მასალას აქამდე არნახული მასშტაბებით. ვაგროვებთ მარაგებს და ვემზადებით ნებისმიერი შესაძლო სცენარისთვის, რომელიც შეიძლება, განვითარდეს. ჩვენ ამ საბრძოლო მასალას ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ვინახავთ და არა სხვებისთვის მისაყიდად, თუმცა მოკავშირეებისთვის გაყიდვები მალე კვლავ დაიწყება", - წერს ტრამპი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ