სი ძინპინი – ახლო აღმოსავლეთის ხალხი საკუთარი საქმეების ბატონ-პატრონი უნდა დარჩეს და გარე ჩარევა უარყოფილი უნდა იქნას 02.09.2026 21:41

 

ახლო აღმოსავლეთის ხალხი საკუთარი საქმეების ბატონ-პატრონი უნდა დარჩეს და გარე ჩარევა უარყოფილი უნდა იქნას, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, ეგვიპტეში ვიზიტის დროს განაცხადა.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს რეგიონის ქვეყნებს მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ დიალოგის გაძლიერებაში, ახლო აღმოსავლეთისთვის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესწავლასა და საკუთარი მომავლის საკუთარ ხელში აღებაში.

სი ძინპინმა აღნიშნა, რომ რეგიონში საერთო უსაფრთხოების ხელშესაწყობად უნდა იქნას მიღებული ყოვლისმომცველი მიდგომა და ახლო აღმოსავლეთში მრავალი „ცხელი წერტილისა" და მათი მჭიდრო ურთიერთდაკავშირების გათვალისწინებით, უნდა იქნას მოძიებული ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები.

„საერთაშორისო საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი გარე ძალებმა, უნდა უარი თქვან ორმაგ სტანდარტებზე ახლო აღმოსავლეთში, პატივი სცენ რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და დაიცვან რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა", - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ