02.09.2026 12:35
Firebird-ის AI ცენტრი სრული დატვირთვით სომხეთის ენერგომოხმარების დაახლოებით 35%-ს მოითხოვს — 400-მეგავატიანი მეგაპროექტის ეკოლოგიურ რისკებზე EVN Report წერს
ჰრაზდანში აგვისტოში ამოქმედებული Firebird AI-ის მონაცემთა ცენტრი თავდაპირველად 18 მეგავატიანი სიმძლავრით მუშაობს, თუმცა პროექტის სრული სიმძლავრე 400 მეგავატამდე უნდა გაიზარდოს. კომპანიის ტექნიკური დირექტორის ჰარუთ მარტიროსიანის თქმით, დასრულების შემდეგ ცენტრმა შესაძლოა სომხეთის მთლიანი ენერგომოხმარების დაახლოებით 35% მოითხოვოს.
EVN Report წერს, რომ სომხეთს ამჟამად ელექტროენერგიის ჭარბი გამომუშავების შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ასეთი მასშტაბის მუდმივი დატვირთვა ენერგოსისტემას მნიშვნელოვნად შეცვლის. ექსპერტები განსაკუთრებით მიუთითებენ ბუნებრივ გაზსა და ატომურ ენერგიაზე დამოკიდებულებაზე; ჰრაზდანის თბოსადგური კი დიდწილად რუსეთიდან იმპორტირებულ გაზს იყენებს.
წყლის მხრივ Firebird გაცილებით მცირე ზემოქმედებას პროგნოზირებს: დახურული გაგრილების სისტემას, კომპანიის ინფორმაციით, დაახლოებით 150 ტონა წყალი დასჭირდება და მეორე ფაზის გაფართოებისას ეს მოცულობა არსებითად არ უნდა გაიზარდოს.
პროექტის გაფართოების გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჯერ დასრულებული არ არის: Firebird-მა განაცხადი 19 მაისს შეიტანა, მაგრამ 19 ივნისს უკან გაიწვია. მეორე და მესამე ფაზებისთვის ნებართვების პროცესი გრძელდება, ხოლო მშენებლობის დაწყება 2027 წელს იგეგმება.
ავტორ(ებ)ი :