ვლადიმერ პუტინი- სომხეთი თუ მიიჩნევს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა სომხეთს აღარ სჭირდება, ჩვენ თუნდაც ხვალვე გავალთ, მაგრამ მზად არის სომხეთი ამისთვის? 02.09.2026 01:50

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ სომხეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქვეყანაში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზა საჭირო აღარ არის, მოსკოვი სომხეთს დატოვებს.

 

„სომხეთი თუ მიიჩნევს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა სომხეთს აღარ სჭირდება, ჩვენ თუნდაც ხვალვე გავალთ, მაგრამ მზად არის სომხეთი ამისთვის? გთხოვთ, ჩვენ არავის არაფერს ვახვევთ თავს", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთი და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის დიალოგი მშვიდ რეჟიმში გაგრძელდება.

 

„პატიოსნად თქვან, რა სურთ მათ, რა მიზნები აქვთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგს მშვიდ რეჟიმში გავაგრძელებთ. ფაშინიანმა შემოგვთავაზა ერთობლივი მუშაობა. მე ამას ვეთანხმები", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

პუტინის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში მიიწვია, რათა კონკრეტული საკითხები განიხილონ.

 

„მე ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში კონკრეტული საკითხების განსახილველად მოვიწვიე", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

პუტინის თქმით, სომხეთი ერთდროულად ევროკავშირისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ვერ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და სომხეთს ისტორიული მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

 

„თქვენ ევროკავშირისკენ სვლის გადაწყვეტილება თუ მიიღეთ, ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა. ჩვენ სომეხ ხალხთან ისტორიული მეგობრობის და, შეიძლება ითქვას, მეგობრობაზე უფრო ღრმა კავშირები გვაქვს. ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობებს ძალიან ღრმა ფესვები აქვს. თუმცა, ერთდროულად ორივე ორგანიზაციაში ყოფნა უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენს შორის ბევრი ისეთი საკითხია, რომლებიც ერთმანეთთან შეუთავსებელია, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ