ირანი პირობას დებს, რომ აშშ ახალ დარტყმებს ინანებს 02.09.2026 01:46

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ აშშ ირანში განხორციელებული დარტყმებს ინანებს.

 

ირანული მედიის ცნობით, თეირანმა აშშ-ის იერიშების საპასუხოდ დარტყმები დაიწყო.

 

ირანული მედიის ინფორმაციით, სამიზნეებს წარმოადგენს „რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზები და ამერიკის ინტერესები".

 

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის თავდასხმის შედეგად სამხრეთ ირანში, სირიკის მახლობლად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. შემთხვევა ქორწილის წვეულების დროს მოხდა.

 

ამასთან, აშშ-მა იერიშები მიიტანა ჩაბაჰარისა და კონარაკის რაიონებზე, ასევე ჯიროფტის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. აფეთქებების ხმა ისმოდა კეშმის კუნძულსა და ბანდარ-აბასშიც.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ