01.09.2026 20:06
თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა.
მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეს განცხადება ყირგიზეთში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას გააკეთა.
„დღეს მნიშვნელოვნად მიმაჩნია ასეთი შესაძლებლობის გამოყენება. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები დღეს მართლაც გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ოდესმე", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „აკუიუს" ატომური ელექტროსადგურის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, ორმხრივი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია.
„აკუიუს" ატომური ელექტროსადგურის გახსნით, ჩვენ კიდევ ერთხელ ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს რამდენიმე ახალი ელექტროსადგურის გახსნისკენ", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
მსოფლიოს ლიდერები დღეს ყირგიზეთში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტს ესწრებიან.
ავტორ(ებ)ი :