პეტერ მადიარი – ბრიუსელშიც უკვე არსებობს განცდა, რომ ცვლილებები გვჭირდება და ჩემი აზრით, უნდა გადავწყვიტოთ, ევროკავშირს მხოლოდ გადარჩენა სურს თუ გამარჯვება 31.08.2026 22:52

 

ბრიუსელშიც უკვე არსებობს განცდა, რომ ცვლილებები გვჭირდება და ჩემი აზრით, უნდა გადავწყვიტოთ, ევროკავშირს მხოლოდ გადარჩენა სურს თუ გამარჯვება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა. ინფორმაციას „ევრონიუსი" ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს კომენტარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა „ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე" გააკეთა, სადაც სლოვენიის, ხორვატიის და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად რეგიონულ თანამშრომლობასა და კონკურენტუნარიანობაზე ისაუბრა.

მადიარის თქმით, ევროკავშირი ლიდერობის კრიზისის წინაშე დგას და მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება არა მხოლოდ იმისთვის, რომ გადარჩეს, არამედ იმისთვისაც, რომ გაიმარჯვოს.

„სიმართლე გითხრათ, ევროკავშირს პოლიტიკური ლიდერობა აკლია", - განაცხადა მადიარმა და მიუთითა ევროკავშირის ბიუროკრატიაზე, რომელიც, მისი თქმით, მოქმედებას აფერხებს.

„ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მითხრა, რომ ბიუროკრატიასთან საერთოდ არ მქონოდა საქმე, მათთვის არ მეპასუხა, რადგან ისინი ინიციატივებს მოკლავენ. ისინი მათ გადაყლაპავენ და ეს კარგი ნიშანი არ არის. ვფიქრობ, ჩვენ კვლავ რეალობაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება", - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მადიარის აზრით, მაშინ, როცა ევროკავშირი ინსტიტუციურ საკითხებზეა ფოკუსირებული, ჩინეთი ევროპაში ბირთვული ელექტროსადგურებისა და ავტომობილების ქარხნების დაფინანსებისთვის ემზადება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით დაწესებული ყოველდღიური ჯარიმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ