„ბლუმბერგი“ – რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტის შეზღუდვა 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივა 29.08.2026 21:21

 

უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების ფონზე მოსკოვმა დიზელის საწვავის ექსპორტზე შეზღუდვა 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ „ბლუმბერგი" იტყობინება.

რუსეთში განმარტავენ, რომ ექსპორტის შეზღუდვის გახანგრძლივება ქვეყნის შიდა ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება.

როგორც გამოცემა წერს, აგვისტოს დასაწყისიდან უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, სულ მცირე, 21 დარტყმა განახორციელა. თავდასხმებმა რუსეთის რეგიონებში ბენზინის დეფიციტი გამოიწვია. მანამდე რუსეთი მსოფლიოში დიზელის საწვავის მიწოდების დაახლოებით 10%-ს უზრუნველყოფდა.

ამასთან, როგორც „ბლუმბერგი" წერს, აშშ-ში დიზელის საწვავის მარაგები რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. საწვავის დეფიციტის გამო ევროპამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად დაიწყო დიზელის იმპორტი მექსიკიდან.

რუსეთმა ექსპორტის შეზღუდვა თავდაპირველად ივლისის დასაწყისში დროებითი ღონისძიების სახით შემოიღო, შემდეგ კი მისი მოქმედება აგვისტოს ბოლომდე გაახანგრძლივა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ