29.08.2026 17:26
რუსეთი პასუხს მიიღებს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩას რაიონში რუსების თავდასხმასთან დაკავშირებით მიმართვაში აცხადებს.
„გუშინ საღამოს შემდეგ და დღევანდელი დღის განმავლობაში ცნობებს ვიღებ ბუჩას რაიონის სოფელ მილაში არსებული ვითარების შესახებ, სადაც დეტონაცია რუსეთის დარტყმის შემდეგ დაიწყო. ეს საშინელი სიტუაცია და დაუდევრობაა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ასაფეთქებლები ხალხის გვერდით შეინახა. პირველი დარტყმა საბრძოლო მასალის საწყობზე განხორციელდა, რომელიც იქ არ უნდა ყოფილიყო. ჭურვების, ნაღმების, საბრძოლო მასალისა და დრონების დეტონაცია მოხდა", - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, საწყობებში აფეთქების მასშტაბი დიდია.
„ჩვენ უკვე ვესაუბრეთ გენერალურ პროკურორს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და მთავარსარდალს. მათ ყველაფერი აქვთ, რაც გამოძიებისთვის არის საჭირო", - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ავტორ(ებ)ი :