29.08.2026 14:17
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა მკაცრად უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს იგი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს
ტელეკომპანია NBC-ის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც ჰეგსეთი ახლო გარემოცვასთან საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვის შესაძლებლობას განიხილავდა, პენტაგონის ხელმძღვანელმა „100%-ით მცდარი" უწოდა და განაცხადა, რომ მისი ერთადერთი ამოცანა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობაა.
ჰეგსეთის განცხადებით, მისი ერთადერთი ამოცანა და ფოკუსი ამჟამად აშშ-ის თავდაცვის უწყების ეფექტური ხელმძღვანელობაა .
მედიაში 2028 წლის საპრეზიდენტო ამბიციებთან დაკავშირებული ვარაუდები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც თავდაცვის მდივანი რესპუბლიკელების რამდენიმე საარჩევნო და პოლიტიკურ ღონისძიებაზე გამოჩნდა
ავტორ(ებ)ი :