ბრიტანეთში თითქმის მილიონი ახალგაზრდა არც სწავლობს და არც მუშაობს 28.08.2026 18:39

 ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის აპრილ-ივნისში 981 000 ახალგაზრდა არც მუშაობდა, არც სწავლობდა და არც პროფესიულ მომზადებაში მონაწილეობდა.

 

 ეს ქვეყნის 16-24 წლის ახალგაზრდების 13%-ია. მათი რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში კიდევ 30 000-ით გაიზარდა.

 

მდგომარეობა ბიჭებში უფრო მძიმეა: ახალგაზრდა კაცების 13.7% ამ კატეგორიაშია, ახალგაზრდა ქალებში კი - 12.3%.

 

 მონაცემები ბრიტანეთის ოფიციალურ Labour Force Survey-ს ეფუძნება. ONS აღნიშნავს, რომ ახალგაზრდების მაჩვენებლები შერჩევის ზომის გამო შედარებით მერყევია.


წყარო

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ