28.08.2026 18:00
ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი საბერძნეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
ბერძნული მედიის ცნობით, დრონმა სამოთრაკესა და ლემნოსს შორის საზღვაო არეალში ქვეყნის ეროვნული საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შემდეგად ბერძნულმა გამანადგურებლებმა დრონი „ეფ16"-ით ჩამოაგდეს.
მათივე ინფორმაციით, თურქული დრონი საბერძნეთში, ალექსანდროპოლისის აეროპორტის ასაფრენ ბილიკს ზუსტად მაშინ მიუახლოვდა, როდესაც კომპანია Aegean-ის სამგზავრო თვითმფრინავი აფრენას ცდილობდა.
მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, თვითმფრინავს მიეცა მითითება, შეეცვალა ფრენის მარშრუტი და შეენარჩუნებინა დაბალი სიმაღლე ზონიდან გასვლამდე.
ავტორ(ებ)ი :