26.08.2026 20:20
ფრანკფურტის აეროპორტის თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.
როგორც მედია წერს, აეროპორტის ექვს თანამშრომელს მალარია დაუდასტურდა, მათგან ერთი გარდაიცვალა, დანარჩენი ხუთი კი მკურნალობას გადის.
გერმანიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ინფიცირებული კოღო გერმანიაში თვითმფრინავით ჩავიდა. გამოძიების ფარგლებში, იქ სპეციალური ხაფანგები დამონტაჟდა და დაჭერილი მწერები ლაბორატორიაში გაიგზავნება მათი სახეობისა და წარმომავლობის დასადგენად.
„სამწუხაროდ, უნდა დავადასტუროთ, რომ ინფექციით ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა", - განაცხადა Fraport-ის წარმომადგენელმა.
კომპანიამ განაცხადა, რომ მან თანამშრომლებს სიტუაციის შესახებ აცნობა და მოუწოდა, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართონ ექიმს.
ავტორ(ებ)ი :