26.08.2026 19:16
Meta ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით მიყენებული ზიანის საქმეზე 16.68 მილიარდი დოლარის გადახდას დათანხმდა.
აღნიშნულ საქმეზე კომპანია Meta-მ აშშ-ის 29 შტატთან შეთანხმებას მიაღწია და პლატფორმებზე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას დათანხმდა.
საქმე ეხება ბრალდებებს, რომ Meta-მ სოციალური ქსელები ისე შექმნა, რომ ბავშვებსა და მოზარდებში მათზე დამოკიდებულება გაეზარდა, მომხმარებლები პლატფორმების უსაფრთხოების შესახებ შეცდომაში შეიყვანა და არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემები სათანადო ნებართვის გარეშე შეაგროვა.
შეთანხმების ფარგლებში Meta-მ Facebook-სა და Instagram-ზე მოზარდებისთვის აპლიკაციების გამოყენების წესები უნდა შეცვალოს. საუბარია დღიურ ლიმიტსა და აპლიკაციების ღამით გამოყენებაზე. ასევე, უნდა გააძლიეროს ასაკობრივი შეზღუდვების მქონე კონტენტზე არასრულწლოვნების წვდომის კონტროლი.
Meta-ს გარდა, მსგავსი დავების წინაშე არიან Snapchat-ის მფლობელი Snap-ი, YouTube-ის მფლობელი Alphabet-ი და TikTok-ის მფლობელი ByteDance-ი.
ავტორ(ებ)ი :