კანადამ აშშ-ს საპასუხო 50%-იანი ტარიფები დაუწესა 26.08.2026 15:19

კანადამ 20 მილიარდის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 15-დან 50%-მდე ტარიფები დააწესა. ახალი ზომები ძალაში 8 სექტემბრიდან შევა.

 

კერძოდ, 50%-იანი ტარიფი განისაზღვრა ფოლადისთვის, რომელსაც ადრე 25%-იანი ბეგარა ეხებოდა. 50%-იანი ტარიფი გავრცელდება თაფლზე, ავეჯსა და ტანსაცმელზე. 25%-იანი ტარიფი დაეკისრება საოჯახო ტექნიკას, რძის პროდუქტებს, თევზეულსა და ზღვის პროდუქტებს, 15% განისაზღვრება გარკვეულ ინსტრუმენტებსა და აღჭურვილობებზე, დანადგარებზე, მათ შორის ამწეებსა და კონდიციონერებზე.

 

თუმცა კანადის ფინანსთა მინისტრის, ფრანსუა-ფილიპ შამპანის თქმით, ეს კანადის საპასუხო რეაგირების მხოლოდ ერთი ნაწილია. ახალ არსებით ზომებზე კი კოლეგებთან ერთად იმუშავებს.

 

ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ქვეყანა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშეა. მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს საწარმოების ლიკვიდურობა და შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები კანადელებისთვის.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ