21.08.2026 18:35
შვედეთის საშუალო სკოლაში ხმლით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი" ავრცელებს.
ფაგერსტას მუნიციპალიტეტის ცნობით, ხმლით შეიარაღებული თავდამსხმელი ბრინელსკოლანში შეიჭრა და პოლიციის მიერ მის დაკავებამდე რამდენიმე ადამიანი დაჭრა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი მაჩეტეთი იყო შეიარაღებული და პოლიციამ მას ფეხში ესროლა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გაამჟღავნა დაშავებულთა რაოდენობა. თუმცა, მათ დაადასტურეს, რომ პოლიციის თანამშრომლები სკოლაში შემოწმებას ატარებდნენ. მიმდებარე რამდენიმე სხვა სკოლა სიფრთხილის მიზნით დაიკეტა.
ავტორ(ებ)ი :