UNDP საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ბოშების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას იკვლევს 20.08.2026 16:38

 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ატარებს კვლევას, რომლის მიზანია ბოშებსა და არაბოშა მოსახლეობას შორის სიღარიბისა და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული განსხვავებების შეფასება.

 

 კვლევის ფარგლებში შეისწავლიან ბოშების თემების სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობას, დისკრიმინაციასა და სახელმწიფო სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას. კვლევა ასევე მოიცავს იმ დასახლებებს, რომლებიც ბოშა ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს მასპინძლობენ.

 

 პროექტი ითვალისწინებს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ბოშების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის მქონე დასახლებების რუკის შექმნასა და ციფრული სოციალური მოწყვლადობის ინდექსის შემუშავებას.

 

 მიღებული მონაცემები გამოყენებული იქნება სახელმწიფო პოლიტიკისა და სოციალური პროგრამების დაგეგმვისთვის, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან და ფუნდამენტური უფლებების საკითხებთან დაკავშირებულ სამუშაოებში.

 

 პროექტი 2022 წლის ნოემბერში დაიწყო და 2026 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება. მისი განმახორციელებელია UNDP, დონორი — ევროკომისია, ხოლო პროექტის საერთო დაფინანსება 1.076 მილიონ დოლარს შეადგენს.


წყარო — გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ