ურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთი ომს აგებს, ამიტომ შურისძიების მიზნით თავს ესხმის მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას 20.08.2026 15:57

რუსეთი ომს აგებს, ამიტომ შურისძიების მიზნით თავს ესხმის მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ჩვენს პარტნიორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინის ანტისარაკეტო პოტენციალს, რათა უკრაინას ჰქონდეს საშუალებები, თავიდან აირიდოს ადამიანური მსხვერპლი", - წერს ფონ დერ ლაიენი.

 

მისივე თქმით, ეს არის გადაუდებელი პრიორიტეტი.

 

როგორც ცნობილია, 20 აგვისტოს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მორიგი მასშტაბური იერიშისას პოლონეთმა საკუთარი ავიაცია გაააქტიურა, თუმცა ვარშავაში ამბობენ, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

 

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსეთის მორიგი სარაკეტო დარტყმების შემდეგ მოუწოდა პარტნიორებს, დროულად გადასცენ კიევს რაკეტების ჩამჭრელი სისტემები და გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა სანქციების გზით.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ