18.08.2026 10:19
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამასთან, ამერიკელების დიდი უმრავლესობა შეშფოთებულია, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს.
ოთხდღიანი გამოკითხვის მონაწილეთა მხოლოდ 33%-მა განაცხადა, რომ ისინი თეთრ სახლში ტრამპის საქმიანობას იწონებენ, ხოლო 64%-მა მას უარყოფითი შეფასება მისცა.
მიმდინარე თვის დასაწყისში დასრულებულ გამოკითხვაში ტრამპის რეიტინგი 35%-იყო, ახლა კი 33%-მდე დაეცა. ეს მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და ასევე გაუთანაბრდა მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის ყველაზე დაბალ რეიტინგს, რომელიც 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.
როგორც Reuters- წერს, 2025 წელს თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მის პრეზიდენტობას იწონებდა, ტრამპის პოპულარობამ წელს იკლო, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა აშშ-ის მოკავშირე ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.
კონფლიქტმა მსოფლიოში ნავთობით ვაჭრობის მეხუთედის პარალიზება მოახდინა, რამაც ბენზინის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ეს კი ამერიკულ ოჯახებზე მნიშვნელოვან ფინანსურ ზეწოლას ახდენს, ასევე აზიანებს ტრამპის რესპუბლიკელ მოკავშირეებს, რომლებიც ნოემბრის შუალედურ არჩევნებში, კონგრესში უმრავლესობის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.
ავტორ(ებ)ი :