18.08.2026 09:39
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ღამის განმავლობაში დედაქალაქისა და მოსკოვის ოლქის მიმართულებით 620 უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს.
„გუშინდელი საღამოდან დღეს დილის 5:00 საათამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 620 უპილოტო საფრენი აპარატი მოფრინავდა, რომელთაგან 180 მოსკოვის რეგიონში გაანადგურეს", - აღნიშნა სობიანინმა.
მისი თქმით, ნანგრევების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მოსკოვში რვა ავიარეისის დაშვება ვერ მოხერხდა.
ამასთან, „როსავიაციამ" მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს, ჟუკოვსკის და შერემეტიევოს აეროპორტებში შეზღუდვები გამოაცხადა.
ავტორ(ებ)ი :