დნეპროპეტროვსკის რეგიონის ქალაქ მარგენეცზე რუსეთის თავდასხმას ერთი პირი ემსხვერპლა, დაშავებულია 11 ადამიანი 15.08.2026 16:23

რუსეთის არმიის მიერ დნეპროპეტროვსკის რეგიონის ქალაქ მარგანეცზე თავდასხმას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

 

უკრაინული მედიის თანახმად, 15 აგვისტოს ღამეს ქალაქში თავდასხმის სამიზნე ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობა გახდა. უპილოტო აპარატებით თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. დაჭრილებს შორის ბავშვებიც არიან, რომელთაგან ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაშია.

 

რუსებმა ღამით ქალაქ ზაპოროჟიეზეც მიიტანეს იერიში. ქალაქის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის, ივან ფედოროვის თქმით, დრონის დარტყმამ ქალაქში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ