09.08.2026 21:47
ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში ტაიფუნის გამო მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო - ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. მათივე ცნობით, ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექებმა ქვეყნის არაერთ რეგიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. მედია წერს, რომ ამ დროისთვის ქარის სიჩქარე 151 კმ/სთ-ს აღემატება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი წვიმები ჟეჟიანგში, შანხაიში, ჩრდილოეთ ფუჯიანში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ძიანგსში, ცენტრალურ და სამხრეთ ანჰუიში და ძიანგსუს დიდ ნაწილში 10 აგვისტომდეა მოსალოდნელი.
სტიქიის გამო შანხაში დაახლოებით 1 500 ავიარეისი გაუქმდა. Reuters-ის ცნობით, ტაიფუნმა უკვე გადაუარა იაპონიის სამხრეთ ოკინავას პრეფექტურას, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა და 50 000-ზე მეტ შენობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ავტორ(ებ)ი :