გერმანიაში უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელიც დივერსიას ამზადებდა 07.08.2026 00:41

უკრაინის 33 წლის მოქალაქე გერმანიის ტიურინგიის რეგიონში დააკავეს. ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ტერიტორიაზე დივერსიას ამზადებდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

 

უკრაინელი იმაშია ბრალდებული, რომ უცხოური დაზვერვის დავალებით ბავარიის რეგიონში თავდაცვითი მრეწველობის საწარმოს ფოტოები გადაუღო და ის კურატორს გადასცა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნის დაზვერვის დავალებით მოქმედებდა უკრაინის მოქალაქე, არ ვრცელდება.

 

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულია „ქვედა რგოლის" აგენტი, რომელთა გადაბირება ხდება და ისინი შედარებით მარტივი ოპერაციების განსახორციელებლად გამოიყენება.

 

მიმდინარე წლის აპრილში ბავარიის რეგიონში უკრაინის 43 წლის და ლატვიის 45 წლის მოქალაქე დააკავეს. მათ ავტომობილში პოლიციამ პირადობის ყალბი მოწმობები, კამერები, დრონი, GPS-ტრეკერები, რადიოსადგური, რამდენიმე მობილური ტელეფონი და სიმ-ბარათები აღმოაჩინა. დაკავებულებს ჯაშუშობის მუხლით ბრალი წაუყენეს.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ