ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან - საფრანგეთსა და ესპანეთში ევაკუირებულია 330 000-ზე მეტი ადამიანი 26.07.2026 19:19

 

ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. 

როგორც „ბიბისი" იტყობინება, ევაკუირებულია 330 000-ზე მეტი ადამიანი. 

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოსთან მეხანძრეები მასშტაბური ტყის ხანძრების ლოკალიზებას ცდილობენ. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ღამის განმავლობაში დაახლოებით 55 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძარმა უკვე 42 000 ჰექტარი ტყე გაანადგურა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძრად ითვლება.

ამასთან, რთული ვითარებაა ესპანეთში. მადრიდისა და ავილის მიმდებარე რეგიონებიდან 90 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ახალი ხანძრის კერა ვალენსიის მახლობლად გაჩნდა. 

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ