საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვას ითვალისწინებს 21.07.2026 23:39

საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის კანონპროექტს დიდი უპირატესობით დაუჭირა მხარი.

 

კანონპროექტს, რომელსაც მხარს ასევე უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, კენჭი 21 ივლისს უყარეს.

 

ეროვნულ ასამბლეაში კანონპროექტს მხარი დაუჭირა 279-მა წევრმა, ხოლო წინააღმდეგი იყო 81.

 

„მე ამის ვალდებულება ავიღე და მასზე კენჭისყრა დაწყებულია - სოციალური მედია 15 წლამდე ასაკის პირებისთვის, რომლებიც სკოლაში ბრუნდებიან აიკრძალება. მადლობა პარლამენტარებს. გადაწყვეტილების მიღება საკონსტიტუციო საბჭოს გადასაწყვეტია, შემდეგ კი ვიმოქმედოთ, რათა ჩვენი შვილები ონლაინ სივრცისგან დავიცვათ", - დაწერა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საფრანგეთი ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფოა, რომელშიც მსგავსი ტიპის აკრძალვა ოფიციალურად შემოიღეს.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ