ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი: რა სითავხედეა! ევროკომისია პოლონეთს ემუქრება, რომ აამოქმედებს პროცედურებსა და ჯარიმებს, თუკი ჩვენ უკრაინიდან ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს საზღვარს არ გავუხსნით 15.07.2026 15:09

 

პოლონელი ევროპარლამენტარის განცხადებით, ევროკომისია პოლონეთს, სადამსჯელო პროცედურების და ჯარიმებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა უკრაინის სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მისაღებად საზღვარს სრულად არ გახსნის. ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენი შანტაჟის ძალით ცდილობს ვარშავას მისთვის საზიანო ნაბიჯის გადადგმა აიძულოს.

„რა სითავხედეა! ევროკომისია პოლონეთს ემუქრება, რომ აამოქმედებს პროცედურებსა და ჯარიმებს, თუკი ჩვენ უკრაინიდან ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს საზღვარს არ გავუხსნით. ნაცვალად იმისა, რომ წევრი სახელმწიფოები ინტერესები დაიცვას, ევროკომისია ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს ემხრობა და შანტაჟის გზით გვაიძულებს ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის საზიანო ნაბიჯი გადავდგათ. ეს აღმაშფოთებელია", - წერს ევროპარლამენტარი.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ