სტამბოლში რუსი ტურისტები დააკავეს, რომლებმაც „აია სოფიას“ მეჩეთში ბიბლიის წაკითხვა სცადეს 15.07.2026 14:26

 

რუსი ტურისტი წყვილი სტამბოლში პოლიციამ იმის გამო დააკავა, რომ მათ აია სოფიას მეჩეთში ბიბლიის წაკითხვა სცადეს. ამის შესახებ „მედუზა" იუწყება.

დაკავებულები, 35 წლის ვიქტორია ფ. და 32 წლის იგორ ფ. თურქეთში დასასვენებლად მოსკოვიდან ჩავიდნენ. ისინი აია სოფიაში მივიდნენ, რომელიც სტამბოლის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. იქ იგორმა ბიბლია ამოიღო და მისი წაკითხვა დაიწყო.

ამ დროს წყვილს უსაფრთხოების თანამშრომლებმა ალყა შემოარტყეს და ისინი ფათაჰის რაიონში პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. დაკავების ოქმში წერია, რომ რუსი ტურისტები „სიძულვილის და მოსახლეობას შორის მტრობის გაღვივებაში" არიან ეჭვმიტანილები.

საბოლოო ჯამში რუსი ტურისტ წყვილს სასტუმროში დაბრუნების უფლება არ მისცეს და ისინი უცხოელების სადეპორტაციო ცენტრში გადაიყვანეს.

„მე და მეუღლე ერთმანეთს დაგვაშორეს. დიდი ხანია არ გვიჭამია და თავს ცუდად ვგრძნობთ", - ამბობს იგორი.

წმინდა სოფიას ტაძარი ბიზანტიის იმპერატორის, იუსტინიან პირველის განკარგულებით 537 წელს ააშენეს, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. 1930-იანი წლებიდან აია სოფია მუზეუმი გახდა, მაგრამ 2020 წელს მას მეჩეთის სტატუსი დაუბრუნეს. იქ რელიგიური მსახურება განახლდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ