რუსულმა ძალებმა ოდესაზე იერიში მიიტანეს - დაიღუპა 3 ადამიანი 15.07.2026 09:44

 

რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს უკრაინაში, ქალაქ ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი სერგეი ლისაკი ავრცელებს. 

უკრაინული მხარის ცნობით, რუსების იერიშს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

„ამ დროისთვის ცნობილია, რომ მტრის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა", - განაცხადა ლისაკმა. 

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ