14.07.2026 12:07
აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა მეინის შტატში 26 წლის მიგრანტი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი" ავრცელებს.
მოკლულია კოლუმბიელი მამაკაცი ჯოან სებასტიან გუერერო. შემთხვევა ქალაქ ბიდფორდში 13 ივლისს მოხდა.
„სიენენის" ინფორმაციით, სათვალთვალო კამერების კადრებში ჩანს, რომ თეთრი ფერის ავტომობილი ბიდფორდის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე წრეზე მოძრაობდა, ხოლო ორი ქვეითი პირი ცდილობდა მის გაჩერებას. ამ დროს თეთრი ფერის ავტომანქანა მანქანას შეეჯახა. ამის შემდეგ აღნიშნულმა ორმა პირმა, სავარაუდოდ, საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა, მანქანა ალყაში მოაქცია, ერთ-ერთმა მათგანმა მძღოლს იარაღი დაუმიზნა, შემდეგ კი მძღოლი მანქანიდან გამოიყვანეს.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა, რომ აგენტმა იარაღი „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის" გამოიყენა, თუმცა არ დააკონკრეტა, რატომ მიიჩნია მამაკაცი საფრთხედ.
ცნობისთვის, მანამდე ტეხასში აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა კიდევ ერთი მიგრანტი მოკლეს.
ავტორ(ებ)ი :