12.07.2026 10:52
აშშ-მა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, შტატებმა ირანზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემზე თავდასხმა განახორციელა და სრუტე კვლავ დახურა.
აშშ-მა საჰაერო დარტყმები ირანის 140 სამხედრო სამიზნეზე განხორციელდა, მათ შორის რაკეტებისა და დრონების განთავსების ადგილებზე, საკომუნიკაციო ქსელებსა და სანაპირო სათვალთვალო ადგილებზე.
ცენტრალური სარდლობის განცხადებით, მიმდინარე კვირაში ირანზე დარტყმების მესამე რაუნდი მიიტანა, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ ჰორმუზის სრუტეში კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ გემს შეტევის საპასუხო ნაბიჯია.
მედიის ცნობით, აშშ-ის თავდასხმის საპასუხოდ ირანმა იორდანიაში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში, ქუვეითსა და კატარში შტატების სამხედრო ბაზებზე მიიტანა იერიში.
ავტორ(ებ)ი :