Reuters - რუსეთმა დონ-აზოვის არხში საზღვაო მიმოსვლა შეაჩერა 11.07.2026 11:25

 

რუსეთმა დონ-აზოვის არხში საზღვაო მიმოსვლა შეაჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ რუსეთმა დონ-აზოვის არხში, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს, გემებისთვის მიმოსვლა შეაჩერა.

როგორც Reuters-ი წერს, დონ-აზოვის არხში მიმოსვლის შეჩერებამ შესაძლოა გავლენა რუსული ხორბლის ექსპორტის მეოთხედზე მოახდინოს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, პარასკევს თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 13 ნავთობტანკერს დაარტყეს.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ