რუსეთის იერიშებს დონეცკის ოლქში, შვიდი, სუმის ოლქში კი ექვსი ადამიანი ემსხვერპლა 11.07.2026 11:06

 

დონეცკის ოლქში რუსულ იერიშებს,შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბელენკის დასახლებაში ხუთი ადამიანი დაიღუპა, შებელკივკაში კი ორი. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში კიდევ 21 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთის არმიამ სუმის ოლქსაც შეუტია, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს  რუსეთის ძალებმა უკრაინაზე დარტყმა ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს. აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინის დედაქალაქ კიევში.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ